მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს ოქტაგონზე აღარ გამოვა.
ამერიკელმა მებრძოლმა, რომელმაც ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს სძლია, იმ მძიმე ტრავმებზე ისაუბრა, რომელიც მას 2025 წლის შობიდან აწუხებს.
გეიჯიმ აღნიშნა, რომ ივნისში, თოფურიასთან გამართული სატიტულო დაპირისპირებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც კი, მას მუშტებით დარტყმა არ შეუძლია. თუმცა, ეს მისი ერთადერთი პრობლემა არ არის. The MightyCast-ის პოდკასტში სტუმრობისას ჩემპიონმა ტრავმის დეტალები გაამხილა.
მუხლში ძვლის ღრმა დაჟეჟილობა მაქვს. ხელებით დარტყმა ჯერ კიდევ არ შემიძლია, ამიტომ ნამდვილად მჭირდება გამოჯანმრთელება და ზუსტად ვიცი, რომ წელს აღარ ვიჩხუბებ
ჩემპიონმა განმარტა, რომ ეს პრობლემა ბოლო ორ საწვრთნელ შეკრებაზე აწუხებდა.
ეს შობის დღეს მოხდა და მცირე წვივის ძვლის წვერში შეშუპებაა, რომელიც ძვლის ტვინამდე აღწევს. უბრალოდ სიგიჟეა, თუ რა დიდი დრო სჭირდება მის მოშუშებას
დასვენებისა და სარეაბილიტაციო პროცესის შედეგად გეიჯი თავს უკვე უკეთ გრძნობს. გარდა ფეხის ტრავმისა, ჩემპიონი ფიქრობს, რომ თოფურიასთან ბრძოლაში არაზუსტი დარტყმის გამო მაჯაც დაიზიანა, ხოლო მეორე ხელი საკუთარი მენეჯერის, ალი აბდელაზიზის დახრჩობისას იტკინა.