UFC Paris-ზე მოპოვებული მორიგი გამარჯვების შემდეგ, მაიკლ ვენომ პეიჯმა ორგანიზაციასთან მოქმედი კონტრაქტი ამოწურა.
ბრიტანელმა მებრძოლმა მსოფლიოს უძლიერეს პრომოუშენში ჩატარებული 6 ბრძოლიდან 5 მოიგო, ხოლო ერთადერთი მარცხი იან მაჩადო გარისთან მსაჯების მსჯელობით იწვნია.
მიუხედავად წარმატებული სტატისტიკისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ UFC მას ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს. ამის მიზეზად პეიჯის სპეციფიკური საბრძოლო სტილი სახელდება, რაც მეტოქეებს ხშირად სიფრთხილისკენ და პასიურობისკენ უბიძგებს.
თუმცა, ვენომს ორგანიზაციის მიღმა საინტერესო ვარიანტები უკვე გამოუჩნდა. UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, დერეკ ბრანსონმა სოციალურ ქსელში პეიჯი ღიად გამოიწვია. ბრანსონმა, რომელსაც UFC-ში დარენ ტილი, კევინ ჰოლანდი და ლიოტო მაჩიდა ჰყავს დამარცხებული, მათი საერთო ფოტო გამოაქვეყნა.
„რას აკეთებს მაიკლ ვენომ პეიჯი?! ორი თავისუფალი აგენტი“, - დაწერა ბრანსონმა და ბრიტანელთან შესაძლო დაპირისპირებას გაუსვა ხაზი.
დერეკ ბრანსონი UFC-იდან წასვლის შემდეგ PFL-ში ასპარეზობდა, სადაც მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ახლა ისიც თავისუფალი აგენტია და პეიჯთან ოქტაგონზე შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.