ალექს პერეირამ ბოლოდროინდელ კრიტიკასა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი მძიმე წონის ტიტულისთვის ბრძოლაა, რადგან 39 წლის ასაკში ეს ისტორიული მიღწევის ბოლო შანსია.
მიუხედავად იმისა, რომ ნახევრადმძიმე წონაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ თუ მძიმე წონაში სატიტულო შანსს ვერ მიიღებს, ჰანტერ კემპბელს დაურეკავს და პაულო კოსტასთან ჩხუბს მოითხოვს.
კოსტამ ბოლო პერიოდში UFC-დან გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა ორგანიზაციას მისი მიმდინარე კონტრაქტის ბოლო ბრძოლის ჩატარება სურს.
პერეირამ ლაერტე ვიანასთან ინტერვიუში ირონიულად აღნიშნა, რომ თუ მათი ჩხუბი შედგება, პაულოს მის ბოლო ბრძოლაში ცხოვრებას გაუნადგურებს.
გარდა ამისა, პერეირამ მკაცრად უპასუხა ბრაზილიელ გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მის ქმედებებს აკრიტიკებენ და განაცხადა, რომ მათი არხები და აზრი მისთვის სრულიად უმნიშვნელოა.