მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავიდ მუჯირი გადაცემა "სპორტი იმედზე-ს" ეწვია, სადაც სომხეთთან საშინაო მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
შეგახსენებთ, რომ თამაშის დასრულებისთანავე, მაყურებელთა გარკვეული ნაწილი მოედანზე შევარდა და სომეხი გულშემატკივრების მიმართ აგრესია გამოხატა.
„უეფას დელეგატმა საყვედური დაგვიწერა იმის გამო, რაც მატჩის შემდეგ მოედანზე მოხდა. ძალიან გული მწყდება, რადგან ჩვენი ნამდვილი გულშემატკივრის, ვინც მუდამ ჩვენს გვერდითაა, ვინც დაგვეხმარა და მიგვიყვანა ევროპის ჩემპიონატამდე, საერთო ჯამში მათი სახელიც კი ამ ყველაფრის ფონზე შებღალულია.
ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საფეხბურთო ატმოსფერო და ფეხბურთისადმი ინტერესი არ იმსახურებს ამ ინციდენტს და ამიტომაც არის ჩემთვის გულდასაწყვეტი, რომ ახლა გვიწევს თავის მართლება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი სექტემბრის მატჩებში არ დაგვაკლდეს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევა გულშემატკივარი, ამიტომ ყველას მაქსიმალურად უნდა ვთხოვოთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და იმ ტექნიკური პრობლემის გარდა, რის გამოც 4 ათასი გულშემატკივარი მოვისაკლისეთ, აღარ დაგვაკლდეს ხალხი ტრიბუნაზე.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშველოვანი ის არის, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც უეფა გამოიტანს 9-10 აპრილს, შედარებით მსუბუქი იყოს. ჩვენ ჩვენი პოზიცია მიწერილი გვაქვს და ვცდილობთ, რომ არგუმენტირებულად დავარწმუნოთ კომიტეტი, რომ მინიმალური იყოს სასჯელი.
ორი აზრი არ არის, რომ გვეკუთვნის სასჯელი, დასაგმობია ეს ქცევა. ამ კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ როგორც მატჩამდე, ისე მატჩის შემდეგ. გამოჩნდა კიდევ სხვა ხარვეზებიც, თუნდაც მოედანზე შეჭრები. არ ვგულისხმობ საბერძნეთთან მატჩს, სადაც მეც და თქვენც სტადიონზე ვიყავით.
რომ გავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისევ გელოდებით მოედანზე (იცინის)." - აღნიშნა მუჯირმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები