მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სენტ ეტიენი - პსჟ-ს მატჩში ქართული დერბი შედგა, ზურიკო დავითაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დაუპირისპირდება.
ორივე ქართველმა ამ მატჩში თავის გამოჩენა შეძლო - ზურიკომ საგოლე პასით, კვარამ კი გოლით.
ზურიკომ მოედანზე 63 წუთი გაატარა, კვარამ კი - 64.
სენტ ეტიენის შემტევმა SofaScore-სგან 6.9 შეფასება მიიღო, პსჟ-ს ვარსკვლავმა კი - 7.5
ზურიკოს მონაგარი ასეთია: 63 წუთი, 1 დაბლოკილი დარტყმა, 28 შეხება ბურთთან, 16-დან 14 ზუსტი პასი (88%), 3 მოგებული დუელი, 2 მოპოვებული ჯარიმა და რაც მთავარია, საგოლე პასი
კვარამ კი ასე გამოიჩინა თავი: 64 წუთი, 2 ზუსტი დარტყმა, 2 დაბლოკილი, 1 კი არაზუსტი, 49 შეხება ბურთთან, 32-დან 30 ზუსტი პასი (94%), 2 მოგებული დუელი, 1 მოპოვებული ჯარიმა და მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გამარჯვების გოლი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები