მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მას შემდეგ, რაც პსჟ-მ სტუმრად სენტ ეტიენი 6:1 გაანადგურა, გუნდს შანსი გაუჩნდა, რომ ამ საღამოსვე ოფიციალურად გაჩემპიონებულიყო.
საამისოდ 00:05 საათზე დაწყებულ მატჩში მონაკოსა და ნიცას შორის ფრე უნდა დაფიქსირებულიყო.
თუმცა, მონაკომ რთულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა (2:1) და პსჟ-სთან სხვაობა 21 ქულამდე დაიყვანა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი და პსჟ უახლოეს მდევარ მონაკოს 21 ქულით უსწრებს. შესაბამისად, მომდევნო ტურში პსჟ უკვე თავის თავზე იქნება დამოკიდებული და გამარჯვების, ან თუნდაც ფრის შემთხვევაში ჩემპიონიც ოფიციალურად გახდება.
პოტენციურად საჩემპიონო მატჩს გუნდი 5 აპრილს, პარკ დე პრენსზე, ანჟერის წინააღმდეგ ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში უახლოესი მდევრებისთვის მიუღწეველი გახდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები