მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ს 27-ე ტურში პსჟ-მ სტუმრად სენტ-ეტიენი გაანადგურა.
შეხვედრა პარიზული გუნდის გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს და თავის გამოჩენა ორივემ შეძლო - მე-9 წუთზე დავითაშვილმა თანაგუნდელს გაატანინა და ანგარიში სენტ-ეტიენმა გახსნა, კვარამ კი 50-ზე მცველის პასი ჩაჭრა და შეტევა თავადვე ლამაზი გოლით დაასრულა, რამაც პსჟ იმ მომენტისთვის წინ გაიყვანა.
ზურიკოს ასისტი:
კვარას გარდა პსჟ-ს რიგებში თავის გამოჩენა გონსალო რამოშმა (პენალტით), დეზირე დუემ (2), ჟოაო ნევეშმა და მბაიემ მოახერხეს.
კვარას გოლი:
დავითაშვილმა მოედანზე 63 წუთი გაატარა, კვარამ კი - 64, რის შემდეგაც ადგილი უსმან დემბელეს დაუთმო, როცა ანგარიში უკვე 4:1 იყო.
პსჟ-მ 71 ქულა დააგროვა და იმ შემთხვევაში, თუ დღეს მოგვიანებით მონაკო - ნიცას მატჩი ფრედ დასრულდება, საფრანგეთის ჩემპიონი ნაადრევად, ოფიციალურად გახდება.
სენტ-ეტიენი კი 20 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს და გადამრჩენელ მე-15 პოზიციამდე 5 ქულა აშორებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები