მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის სპორტინგში გააგრძელებს.
ინფორმაციას ესპანური ლევანტეს ვებ-გვერდი ოფიციალურად იტყობინება.
ვალენსიური კლუბის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გასულ უიქენდზე დაჩქარდა და მათ შეთანხმებასაც მიაღწიეს.
კონტრაქტის დეტალებზე ლევანტე არაფერს წერს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ქოჩორაშვილმა ლისაბონურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სეზონის ბოლომდე, ანუ 30 ივნისამდე ქოჩორაშვილი იჯარით ლევანტეში დარჩება.
ლისაბონის სპორტინგი პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონია და ამ სეზონშიც, 27 ტურის შემდეგ, 65 ქულით ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები