სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას პოლონეთის ქალაქ პოზნანში განაგრძობს.
ნაკრების შეკრების და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც სანაკრებო პაუზამდე საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში თავი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა.
"ორი მნიშვნელოვანი თამაში გვექნება. ხვალ უკვე სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ მზადებას. ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა და ყველას გვიხარია აქ ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავამთავრებთ.
კლუბში მაღალ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის. განსაკუთრებით შეკრების წინ ეს ძალიან გეხმარება ფსიქოლოგიურად. გოლები მჭირდებოდა პირადად მე და გუნდსაც. გახარებული ვარ და ეს ყველაფერი ახლა სანაკრებო დონეზე უნდა გადმოვიტანო. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინიმუმ შევინარჩუნოთ სექტემბერში ნაჩვენები თამაშის დონე და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, სადაც გარკვეული ხარვეზები გვქონდა". - ზურიკოს სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
ეროვნული გუნდი 11 ოქტომბერს უკრაინას დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს ვუმასპინძლებთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები