კევინ დე ბრუინმა ანტონიო კონტე და პეპ გვარდიოლა შეადარა.
ბელგიელი ნახევარმცველი სიტიდან ნაპოლიში ამ ზაფხულს, მანჩესტერში გატარებული 10 წლის შემდეგ გადავიდა.
- არის თუ არა გვარდიოლასა და კონტეს შორის რაიმე საერთო?
ვიცნობ ამ მწვრთნელს, იმიტომ რომ ჩელსიში და ტოტენჰემში მუშაობდა. ის გვარდიოლასგან განსხვავებული სისტემით თამაშობს, მაგრამ ბოლო ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელია იტალიისა და ევროპის მასშტაბით.
ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ასეთი დონის მწვრთნელთან მუშაობა. თავდაუზოგავად ვშრომობ და ვფიქრობ, რომ 5-6 კვირაში საუცხოო ფორმაში ვიქნები." - აღნიშნა დე ბრუინმა.