კევინ დე ბრუინი ნაპოლიში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ვარჯიშებზე ბელგიელი 10-ნომრით თამაშობდა, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ ბელგიელი სწორედ ამ ნომრით ითამაშებდა ნეაპოლში. ცნობისთვის, ნაპოლიმ 2000 წელს 10 ნომერი დიეგო მარადონას საპატივცემლოდ გააუქმა და მას შემდეგ, არავისთვის მიუცია.
თუმცა, პრეზენტაციამ ეს ეჭვები გააქრო, სადაც დე ბრუინმა 11-ნომრიანი მაისური წარადგინა.
