ვიქტორ ოსიმენი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან - თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ნიგერიელი თურქეთში გააგრძელებს კარიერას, სადაც გასული სეზონი იჯარით გაატარა.
40 მილიონ ევროს გალათასარაი ახლავე გადაიხდის, 35 მილიონს კი - 2026 წლის ბოლომდე. კიდევ 5 მილიონი გოლების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
ნაპოლი ფეხბურთელის მომავალი გაყიდვიდან თანხის 10%-ს მიიღებს.
გარდა ამისა, გალათასარაის მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნიგერიელის სხვა იტალიურ კლუბებში გაყიდვა აეკრძალება.