სონ ჰეუნ მინმა ტოტენჰემიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
33 წლის კორეელი ფორვარდი ლონდონური კლუბის მაისურით 2015 წლიდან თამაშობდა.
„ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორ დროს მივიღე. იმედია, ყველა გამიგებს და ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით მიუდგება.
ჩრდილოეთ ლონდონში 23 წლის ასაკში მოვედი, რომელმაც ინგლისურიც კი არ იცოდა, ხოლო კლუბს ვტოვებ ზრდასრულ ადამიანად, რითაც ძალიან ვამაყობ." - აღნიშნა სონმა.
უდიდესი ალბათობით, სამხრეთ კორეელი კარიერას MLS-ის კლუბ ლოს ანჯელესში გააგრძელებს, რომელიც მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.