ნაპოლი ორ ტრანსფერზე მუშაობს.
როგორც ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, უახლოეს პერიოდში ნეაპოლიტანური კლუბი ტორინოს მეკარის, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერს 22.5 მილიონ ევროდ დახურავს.
გარდა ამისა კლუბი ასევე მუშაობს იუვენტუსიდან ფაბიო მირეტის შეძენაზეც. კლუბებმა შესაძლოა იჯარასა და გამოსყიდვის ვალდებულებაზე მოილაპარაკონ.
21 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი 10-15 მილიონ ევროდ ფასობს, ნაპოლი ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს წლიური 1.5 მილიონიანი ანაზღაურებით.