ინტერ მაიამის ნახევარმცველი, როდრიგო დე პოლი და ჩიკაგო ფაიერის ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი MLS-ის მატჩის დროს (1:1) ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ატლეტიკოსა და ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელებს შორის დაძაბულობამ პიკს ჩიკაგოში გამართული შეხვედრის მიწურულს მიაღწია.
სიტყვიერი შელაპარაკებისას დე პოლმა ლევანდოვსკის მიმართა: „შენ საერთოდ ვინ ხარ, შტერო? მე ორი კოპა ამერიკა და მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. შენ რა ქენი?“
კონფლიქტი 89-ე წუთზე დაიწყო, როდესაც ლევანდოვსკისა და იენ ფრეის შორის ინციდენტი მოხდა. ფეხბურთელები ერთმანეთს თამაშის განახლებისას შეეჯახნენ, რამაც პოლონელის უკმაყოფილება გამოიწვია. ლევანდოვსკის ხელის კვრის შემდეგ ფრეი მინდორზე დაეცა, თუმცა წამოდგომისთანავე მეტოქე უფრო აგრესიული ბიძგით წააქცია. როდესაც ლევანდოვსკი წამოდგა და ფრეისკენ გაემართა, ვითარებაში დე პოლი ჩაერია. ფეხბურთელები ერთმანეთს პირისპირ დაუდგნენ და მწვავე რეპლიკები გაცვალეს.