ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც უთამაშია.
- რონალდინიო, მესი თუ კრიშტიანუ?
„მე პატარა მესის და რონალდუს გვერდით მომიწია თამაში. ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, რონალდინიოს ვიტყვოდი, იმიტომ რომ სწორედ ის იყო საუკეთესო, ვის გვერდითაც მითამაშია.
მას დაუჯერებელი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა და რაღაც ყველასგან განსხვავებულს აკეთებდა.
ყველაზე სრულყოფილი, ვინც მინახავს - მესია. კრიშტიანუში კი ის მაოცებს, რომ ის მუდმივად სწავლას აგრძელებს. დასაწყისში კი ის წესებს არ უხვევდა." - აღნიშნა ბარსას სპორტულმა დირექტორმა.