მასიმილიანო ალეგრიმ იუვენტუსის კარში კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილი გოლი გაიხსენა.
იტალიელმა ორიგინალურად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს შედეგზე ორიენტირებულ მწვრთნელად.
„საბოლოოდ ყველაზე მთავარი მაინც შედეგია. თუ იგებ კარგი ხარ, თუ ვერა - არა.
ამის მაგალითად ყოველთვის მომყავს ტურინში რონალდუს მიერ გატანილი მაკრატელა - ყველას ახსოვს ეს გოლი როგორც ოსტატობის გამოვლინება, მაგრმა არავინ იხსენებს, იქამდე რა უძღვოდა ამ გოლს წინ.
ფეხბურთი არის ხელოვნება და ფეხბურთელებს საუკეთესო პირობები უნდა შევუქმნათ იმისთვის, რომ თავიანთი საუკეთესო ვერსია წარმოადგინონ." - აღნიშნა ალეგრიმ.