მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, კომომ შეთანხმებას მიაღწია და დელე ალის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
ინგლისელი კონტრაქტს ხვალ გააფორმებს, რომელიც 2026 წლის ივნისამდე იქნება გათვალისწინებული, მისი თამაშის მიხედვით კი ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
ალის მთავარი მწვრთნელი სერია ა-ში სესკ ფაბრეგასი იქნება.
დელე ალი 2022-24 წლებში ევერტონის წევრი იყო, საიდანაც იჯარის წესით ბეშიქთაშშიც იმყოფებოდა.
28 წლის ნახევარმცველი კომოში ვარჯიშობდა, საბოლოოდ კი მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მოთამაშე კლუბის წევრი ხდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები