უსმან დემბელემ კილიან მბაპეს ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა.
- იმსახურებს თუ არა მბაპე ოქროს ბურთს?
„იმსახურებს თავისი კარიერით. მან სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გოლს გოლზე იტანს. ის ჩემი კარგი მეგობარია.
იმედი მაქვს, ის თამაშს ასე გააგრძელებს და ოქროს ბურთსაც წელსვე მოიგებს." - აღნიშნა პსჟ-ს შემტევმა და ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა.
დღეს მბაპე მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში იუვენტუსს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.