დეშამი ნახევარფინალის ფავორიტად მეტოქეს ასახელებს.
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიმე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ესპანეთთან დღევანდელი სუპერმატჩის წინ, მეტოქე გუნდი ფავორიტად დაასახელა.
შეხვედრა დღეს, დალასში გაიმართება.
„ესპანეთი აშკარა ფავორიტია, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამით მათზე ზეწოლის მოხდენას არ ვცდილობ.
ისინი ბევრ გოლს იტანენ, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვეს — სწორედ ამიტომ არიან ფავორიტები“, - განაცხადა დეშამმა.