ავტორიტეტულმა გამოცემამ The Athletic წარმოადგინა იმ საუკეთესო ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი, რომლებიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ.
სიის სათავეში არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი იმყოფება. მეორე პოზიციას საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კილიან მბაპე იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ინგლისელი ჯუდ ბელინგემია.
The Athletic-ის ვერსიით მუნდიალი 2026-ის ტოპ-10 ფეხბურთელი ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (არგენტინა)
2. კილიან მბაპე (საფრანგეთი)
3. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი)
4. ჰარი კეინი (ინგლისი)
5. ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია)
6. მაიკლ ოლისე (საფრანგეთი)
7. უსმან დემბელე (საფრანგეთი)
8. აშრაფ ჰაკიმი (მაროკო)
9. ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია)
10. ამერიკ ლაპორტი (ესპანეთი)
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან მიმდინარეობს. ტურნირის დიდი ფინალი 19 ივლისს, ამერიკულ ისტ-რატერფორდში გაიმართება.