• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფრანგულ-ესპანური დაპირისპირების ისტორია
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ფრანგულ-ესპანური დაპირისპირების ისტორია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება. დღევანდელ ბლოგში ამ ნაკრებების დაპირისპირების ისტორიას შემოგთავაზებთ.


ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს ერთმანეთში არაერთხელ უთამაშიათ, მათ შორის 26-ჯერ გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ, საიდანაც 7-ჯერ ფრანგებმა იმარჯვეს, 14-ჯერ ესპანელებმა, ხოლო 5 შემთხვევაში შეხვედრა ფრედ დასრულდა. 


ყველაფერი სხვანაირადაა, როცა საქმე ოფიციალურ შეხვედრებს ეხება - ამ მხრივ უპირატესობა ფრანგების მხარესაა. 12 მატჩიდან ფრანგებმა 6 მოიგეს, ესპანელებმა კი 4, 2 მატჩი ფრედ დასრულდა. დღევანდელ ბლოგში ლურჯებისა და წითლების იმ დაპირისპირებებზე მოგიყვებით, რომლებიც ისეთ ტურნირებზე შედგა, როგორებიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები და ერთა ლიგაა.


პირველი ესპანურ-ფრანგული ოფიციალური დაპირისპირება არც მეტი და არც ნაკლები, პირდაპირ ევრო 1984-ის ფინალში შედგა - პარკ დე ფრანსზე გამართულ ფინალში საფრანგეთმა მიშელ პლატინისა და ბრუნო ბალონეს გოლებით იმარჯვა და პირველად იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.


საფრანგეთი 2:0 ესპანეთი. ევრო 1984.


1984 წლის ფინალისტები 12 წლის შემდეგ ერთმანეთს ისევ ევროზე შეხვდნენ, ამჯერად ჯგუფში - ელან როუდზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ფრანგებიდან იური ჯორკაეფმა გაიტანა, ესპანელებიდან ხოსე ლუის კამინერომ. ჯგუფიდან გასვლა ორივე ნაკრებმა შეძლო.


ოთხ წელიწადში ნაცნობი მეტოქეები კვლავ ევროზე გადაეყარნენ,  ამჯერად არც ჯგუფში და არც ფინალში - ხოსე ანტონიო კამაჩოსა და როჟერ ლემერის შეგირდები ერთმანეთს ტურნირის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მომავალ ჩემპიონს, საფრანგეთს დარჩა - ლურჯებმა ზინედინ ზიდანისა და იური ჯორკაეფის გოლებით მოიგეს. ესპანელთაგან ერთადერთი გოლი გაიზკა მენდიეტამ გაიტანა.


საფრანგეთი 2:1 ესპანეთი. ევრო 2000.


მუნდიალზე ესპანურ-ფრანგული დაპირისპირება ერთადერთხელ, 2006 წლის მერვედფინალში შედგა. ჰანოვერში ანგარიში დავიდ ვილამ პენალტის ნიშნულიდან გახსნა - ტაიმის მიწურულს ანგარიში ფრანკ რიბერიმ გაათანაბრა. მატჩის 84-ე წუთზე პატრიკ ვიერას თავური სერხიო რამოსმა აისხლიტა - ბურთი იკერ კასილასის კარში აღმოჩნდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ზინედინ ზიდანმა დააფიქსირა - კარლეს პუიოლის ბრწყინვალედ ჩამოტოვების შემდეგ, ათიანმა იკერს ახლო კუთხეში გაუტანა. საფრანგეთი საბოლოოდ ფინალში გავიდა, სადაც იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.


საფრანგეთი 3:1 ესპანეთი. მუნდიალი 2006.


ლე ბლუსა და ფურია როხას გზები ექსი წლის შემდეგ დონეცკში, ევრო 2012-ის მეოთხედფინალში გადაიკვეთა - მომავალმა ჩემპიონებმა ლორან ბლანის გუნდი 2:0 დაამარცხეს. ორივე გოლი ჩაბი ალონსოს ანგარიშზეა - პირველ შემთხვევაში ესპანელმა ხორდი ალბას ჩაწოდების შემდეგ ბურთი ლორისის კარში თავური დარტყმით გადაგზავნა, მატჩის მიწურულს კი საყრდენმა პედროს მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. 


საფრანგეთი 0:2 ესპანეთი. ევრო 2012.


2018 წელს უეფას ერთა ლიგის გათამაშება დაიწყო - პირველი გამარჯვებული პორტუგალია გახდა, 2020/21 წლების სეზონის ფინალში კი ერთმანეთს დიდიერ დეშამის საფრანგეთი და ლუის ენრიკეს ესპანეთი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სან სიროზე ანგარიში 64-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გახსნა, ფრანგებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს - 66-ე წუთზე კარიმ ბენზემას გამათანაბრებელ გოლს, მე-80 წუთზე კილიან მბაპეს გამარჯვების მომტანი დარტყმა მოჰყვა. ერთა ლიგის მეორე ტრიუმფატორები ლურჯები გახდნენ.


საფრანგეთი 2:1 ესპანეთი. ერთა ლიგა 2021.


ფრანგებისა და ესპანელების ბოლო ორი მატჩი წარმატებული წითელი მხარისთვის აღმოჩნდა - ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში დეშამისა და დე ლა ფუენტეს შეგირდები ერთმანეთს ალიანს არენაზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ანგარიში რანდალ კოლო მუანიმ მე-8 წუთზე, კილიან მბაპეს ჩაწოდების შემდეგ გახსნა. ფრანგებს შესანიშნავი გასროლით 16 წლის ლამინ იამალმა უპასუხა, ახალგაზრდა ესპანელის გოლიდან ოთხ წუთში ფურია როხა წინ დანი ოლმომ გაიყვანა. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა - ესპანეთმა შემდეგ გერმანია დაამარცხა, ფინალში კი ინგლისის ნაკრებს სძლია.


საფრანგეთი 1:2 ესპანეთი. ევრო 2024.


ერთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალში ესპანეთი პორტუგალიასთან დამარცხდა, ნახევარფინალში დე ლა ფუენტეს შეგირდებმა ფეიერულ მატჩში საფრანგეთი დაამარცხეს. შტუტგარტში გამართულ შეხვედრაში ესპანელები მეტოქეს 55-ე წუთისთვის 4:0 ანადგურებდნენ - გოლები ნიკო ვილიამსმა, მიკელ მერინომ, ლამინ იამალმა და პედრიმ გაიტანეს. ერთი ბურთი კილიან მბაპემ გაქვითა - ფრანგის თერთმეტმეტრიანი ზუსტი აღმოჩნდა - 4:1, რასაც რვა წუთში ლამინის კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. თითქოს დამთავრებულ თამაშში ფრანგებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს - 93-ე წუთზე კოლო მუანმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ფრანგებს გათანაბრებისთვის დრო აღარ ეყოთ 5:4.


საფრანგეთი 4:5 ესპანეთი. ერთა ლიგა 2025.


მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ესპანურ-ფრანგული დაპირისპირება სამშაბათს, 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00-ზე, დალასში გაიმართება.

 

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ესპანეთის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი
ზინედინ ზიდანი
ევროპის ჩემპიონატი
საფრანგეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კოვბოის ქუდები და ენოტის ფიტულები: ჰალანდის უცნაური შოპინგი მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კოვბოის ქუდები და ენოტის ფიტულები: ჰალანდის უცნაური შოპინგი მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ტოპ-10 ვარსკვლავი The Athletic-ის ვერსიით: ვინ ლიდერობს ნახევარფინალების წინ?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ტოპ-10 ვარსკვლავი The Athletic-ის ვერსიით: ვინ ლიდერობს ნახევარფინალების წინ?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპე ვარჯიშს გამოაკლდა - საფრანგეთის სიახლეები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპე ვარჯიშს გამოაკლდა - საფრანგეთის სიახლეები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კეინის კომენტარი ჯუდისა და ტუხელის მომენტზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კეინის კომენტარი ჯუდისა და ტუხელის მომენტზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

2 სთ წინ

კოვბოის ქუდები და ენოტის ფიტულები: ჰალანდის უცნაური შოპინგი მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ

News image

2 სთ წინ

მუნდიალის ტოპ-10 ვარსკვლავი The Athletic-ის ვერსიით: ვინ ლიდერობს ნახევარფინალების წინ?

News image

1 სთ წინ

მბაპე ვარჯიშს გამოაკლდა - საფრანგეთის სიახლეები

News image

1 სთ წინ

კეინის კომენტარი ჯუდისა და ტუხელის მომენტზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება