-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, ალფონსო დევისმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.
კანადელთან ერთად, ტრავმა სანაკრებო მატჩების დროს ბაიერნის სხვა მცველმა, დაიო უპამეკანომაც მიიღო.
ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა მუხლქვედა მყესის დაზიანება აღმოაჩნდა, რის გამოც 6 კვირამდე გაუცდება.
შესაბამისად, უპამეკანო თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩებში, ინტერთან ვერ დაეხმარება.
ამ სეზონში ფრანგმა ბუნდესლიგის 20 მატჩში ითამაშა და 2 გოლის გატანაც შეძლო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები