პარმასთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პაულო დიბალამ Superflash-თან საუბარში თავისი მომავლისა და ლაციოსთან დერბის შესახებ გააკეთა კომენტარი.
მომდევნო კვირისთვის დაგეგმილი ბიანკოჩელესტის წინააღმდეგ დერბი, შესაძლოა, არგენტინელი თავდამსხმელისთვის სტადიო ოლიმპიკოზე ბოლო მატჩი აღმოჩნდეს.
,,სიმართლე ის არის, რომ არ ვიცი და მეც მსურს რამე ვიცოდე ჩემს მომავალზე. კონტრაქტში წერია, რომ ის ამ ორ მატჩის შემდეგ იწურება.
რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დერბი, ალბათ, ჩემი ბოლო თამაში იქნება რომას გულშემატკივრების წინაშე.
გადაწყვეტილება მიღებულია? კონტრაქტში ასე წერია. ჩემი აზრი? ჩემი აზრი ჩემია და ჩემთვის დავიტოვებ; ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს.“ - განაცხადა არგენტინელმა.
რომას მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, დიბალას კომენტარებზე როგორც Sky Sport-თან, ასევე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პაულოს შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გასპერინიმ თქვა:
„ასე თქვა? ვინ იცის, მაგრამ მე არ ვიცი. ჯერ კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი და დერბიც მოვა. პაულო დღესაც შესანიშნავი იყო, დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და აშკარად ხარისხი შემატა გუნდს. სამწუხაროა, რომ ამ სეზონში ასე დიდხანს გვაკლდა.“
პრესკონფერენციაზე გასპერინიმ დაამატა:
„დიბალამ რაღაც კონკრეტული თქვა: მან აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა მისი ბოლო თამაში იყოს. ეს საკითხი მფლობელებსა და ფეხბურთელს შორის უნდა გადაწყდეს. მე მოხარული ვიქნებოდი, თუ ის მომავალ სეზონშიც დარჩება.
კარგ ფორმაში ვნახე, თუმცა სამწუხაროდ ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა. დიბალას მხოლოდ ტექნიკა არ აქვს - მას უნიკალური კუნთოვანი ბოჭკოები აქვს. მატჩის ბოლოსაც კი კვლავ სუფთა იყო და ხარისხიან თამაშს აჩვენებდა.“
გასპერინის განცხადებები ნათლად ასახავს მის სურვილს, რომ დიბალა გუნდში დარჩეს, თუმცა, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, საბოლოო გადაწყვეტილება კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.
რომა დერბისთვის ემზადება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების იმედით, თუმცა დიბალას მომავალი კვლავ გაურკვევლობითაა მოცული.
VIDEO: ბრძოლა ლიგის საგზურისთვის - რომამ მოიგო, მილანმა წააგო