კვირას, 20 ივლისს, კარიერის უკანასკნელ ბრძოლაში დასტინ პორიე მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.
UFC 318-ზე საღამოს მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ამერიკელი მებრძოლები კარიერაში მესამედ დაუპირისპირდებიან.
ითამაშე სპორტის გურუ UFC 318-ზე და მოიგე უამრავი პრიზი უფასოდ
„არ ვარ იმ ტიპის მებრძოლი, ვისაც კარიერის მიწურულს პორიესთან 3-დან 3 ბრძოლა უნდა ჰქონდეს წაგებული." - აღნიშნა ჰოლოუეიმ რამდენიმე დღის წინ, რაც მის მოტივაციაზე ყველაფერს ამბობს.
პორიეს და ჰოლოუეის გზები UFC-ის ეგიდით აქამდე ორჯერ გადაიკვეთა.
პირველი ბრძოლა 2012 წლის თებერვალში, UFC 143-ზე გაიმართა ქვე-მსუბუქ კატეგორიაში. პორიემ გამარჯვება პირველივე რაუნდში, საბმიშენით მოიპოვა. საინტერესოა, რომ ეს ჰოლოუეის დებიუტი იყო UFC-ში.
მეორე დაპირისპირება შვიდი წლის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, UFC 236-ზე შედგა, ამჯერად უკვე მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის.
The Diamond - დასტინ პორიეს 10 საუკეთესო ბრძოლა UFC-ში
ბრძოლა ხუთივე რაუნდზე გაიწელა და პორიემ გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა (49-46, 49-46, 49-46).
საინტერესო ფაქტი მეორე ბრძოლიდან ის არის, რომ ჰოლოუეისთვის ეს იყო პირველი ბრძოლა მსუბუქი წონის დივიზიონში - იქამდე, ის მხოლოდ ქვე-მსუბუქში ჩხუბობდა.
ბრძოლა BMF ქამარზე
რა არის BMF ქამარი?
UFC-ში BMF ქამარი ნიშნავს "Baddest Motherf**er-ს" - არაოფიციალურ, განსაკუთრებულ ტიტულს, რომელიც ყველაზე კერკეტ მებრძოლებს გადაეცემა.
BMF ქამარი არ არის ჩვეულებრივი ჩემპიონობა, არც წონით კატეგორიაზეა მიბმული და მისი დაკარგვა/მოპოვება არანაირად არ აისახება ზოგად რეიტინგზე.
აღნიშნული ქამარი 2019 წელს დაარსდა და პირველად გათამაშდა ხორხე ნასვიდალისა და ნეით დიაზის ბრძლაში. მისი მიზანია, ყველაზე კერკეტი და გამბედავი მებრძოლი სათანადოდ დაჯილდოვდეს.
პორიეს და ჰოლოუეის მესამე დაპირისპირებაში სწორედ BMF ქამარი გათამაშდება.