დასტინ პორიემ თავისი ბოლო ბრძოლის წინ კარიერის ჩემპიონობის გარეშე დასრულების შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი. რამდენჯერმე აღმოვჩნდი ისეთ პოზიციაში, რომ ჩემი ხელი ზემოთ აეწიათ და ქამარი მომეგო, მაგრამ ცოტა დამაკლდა.
უბრალოდ ძალიან კარგ მებრძოლებთან დავმარცხდი, შეცდომები დავუშვი და ეს არის, რაც არის. ეს არის ცხოვრება, ეს არის ჩემი ისტორია." - განაცხადა ამერიკელმა.
20 ივლისს, UFC 318-ზე მსუბუქი დივიზიონის ბრძოლა შედგება, სადაც დასტინ პორიე მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. ეს პორიეს კარიერაში ბოლო ბრძოლა იქნება, 36 წლის ამერიკელმა კარიერის დასრულების შესახებ უკვე გამოაცხადა.
დასტინს MMA-ში 40 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 30 მოიგო, 9-ჯერ დამარცხდა, ერთ შემთხვევაში კი No contest გამოცხადდა. პორიე UFC-ის ჩემპიონი არასდროს ყოფილა, ის მხოლოდ მსუბუქი დივიზიონის დროებით ქამარს ფლობდა.