მაქს ჰოლოუეიმ, რომელიც ილია თოფურიამ ქვე-მსუბუქი წონის დივიზიონში 26 ოქტომბერს, ქამრის პირველი დაცვისას დაამარცხა, ქართველის ხელებში განსაკუთრებული ძალა ვერ შენიშნა.
შეგახსენებთ, რომ თოფურია გახდა UFC-ის პირველი მებრძოლი, რომელმაც ჰოლოუეი ჯერ დაანოკდაუნა, შემდეგ კი სულაც დაანოკაუტა.
„მეკითხებოდნენ, რამდენად ძლიერად ურტყამს ილია თოფურია. ვერ ვიგრძენი, რომ ამ ბიჭს სხვებზე ბევრად ძლიერი ხელები აქვს. ალბათ, მაგარია, მაგრამ მაინც.
აი, როცა ჯასტინ გეიჯის ვეჩხუბე, მაშინ ვიგრძელი ნამდვილი ძალა. ის ძალიან ძლიერად ურტყამდა." - აღნიშნა ჰოლოუეიმ.