ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ მან ბრძოლის მიზეზი კვლავ იპოვა და არ აინტერესებს, თუ ვის წინააღმდეგ იქნება ეს.
"ჩემთვის ეს ამერიკის წარდგენის შესაძლებლობაა თეთრ სახლში. არ მაინტერესებს, ვის ვეჩხუბები იმ ღამით. მე ვიპოვე ჩემი მიზეზი, ეს არის რაც მჭირდება და ეს ფულზე მეტია...
ვინ იცის, მომავალი რას გვიჩვენებს, მაგრამ როცა დონალდ ტრამპის განცხადება გავიგე, ვარჯიში ისევ დავიწყე." - წერს ჯონსი სოციალურ ქსელში.
დანა უაითის განცხადებით კი შესაძლებელია, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯონ ჯონსთან ერთად კონორ მაკგრეგორმაც იბრძოლოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა UFC-ის ღონისძიების თეთრ სახლში შესახებ განაცხადა. ჩატარების თარიღად კი 2026 წლის 4 ივლისი განისაზღვრა.
ჯონ ჯონსმა ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი ტომ ასპინალი გახდა.