ჩარლზ ოლივეირას თქმით, ილია თოფურია ყველაზე ძლიერი დამრტყმელია, ვისაც შეხვედრია.
"ილია ნამდვილად ყველაზე მძიმე დამრტყმელია. მან ყველაზე ძლიერად დამარტყა. ამაზე ორი აზრი არაა. ძლიერი დარტყმები ჯასტ გეიჯისგან, დასტინ პორიესგან და მაიკლ ჩენდლერისგან მიმიღია, თუმცა ისინი ნოკდაუნით დასრულდა.
აქამდე არასდროს დავნოკაუტებულვარ. ნოკდაუნში ვვარდებოდი, მაგრამ ახლა დავნოკაუტდი. ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის. არ ვიცი, რა მოხდა.
ჩემს პერფორმანსში ყველაფერს შევცვლიდი. ყველაფერი რაც ვივარჯიშე, პრაქტიკაში ვერ გადმოვიტანე. ვერაფერი გავიკითე, რისთვისაც ვივარჯიშე.
გეგმა იყო, რომ დამერტყა და უკან დავხეულიყავი, მუხლში დარტყმები, დისტანციის დაჭერა ტანში დარტყმებით, წვივში დარტყმები, ერთ ადგილზე არ უნდა გავჩერებულიყავი... როგორც კი ჩხუბი დაიწყო, ერთ ადგილზე ვიდექი და მის დარტყმებს ვიღებდი.
რაც ვთქვი, ის ყველაფერი რომ გამეკეთებინა და მისი ძირს გადაყვანა მეცადა, ვფიქრობ, სრულად განსხვავებული ბრძოლა განვითარდებოდა." - განაცხადა ბრაზილიელმა.