UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე იუთუბ-არხ Home of Fight-ს ესტუმრა, სადაც ხამზატ ჩიმაევთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა.
- ნათქვამი გაქვს, რომ დუ პლესისთან ჩხუბს ხამზატთან ჩხუბი გირჩევნია, იმიტომ რომ შენს მემკვიდრეობას ეს უფრო მოუხდება. მახლაც ასე ფიქრობ?
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სოციალურ ქსელებს და პოპულარობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხამზატი ცნობილია, ბევრი გამომწერი ჰყავს, ბევრს უყვარს და ხალხს მისი ყურება მოსწონს, ეს ასე მუშაობს.
ურთულესი მეტოქეც რომ დაამარცხო, რომელსაც არავინ იცნობს, ეს არავის არ აინტერესებს. ამიტომ მგონია, რომ ხამზატი დიდი ვარსკვლავია.
თუმცა, დუ პლესისთან ადვილი ბრძოლა არავის არ ექნება, მათ შორის არც ხამზატს. თუ ჩიმაევი პირველივე რაუნდში ვერ მოიგებს, რისი გაკეთებაც ნამდვილად შეუძლია, მაშინ შეიძლება შემდეგ რაუნდებში პრობლემები შეექმნას." - აღნიშნა დოლიძემ.