UFC-ის მებრძოლის, მაქს ჰოლოუეის აზრით, ილია თოფურიას ბოლო დროინდელი გამარჯვებები გადაფასებულია.
ქართველმა ნოკაუტით მოუგო ჯერ ვოლკანოვსკის, შემდეგ თავად ჰოლოუეის და ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ, ჩარლზ ოლივეირას.
„ხალხი მხოლოდ სახელებით აფასებს. მაგრამ ვოლკანოვსკის მასთან ბრძოლამდე ისლამთან ჰქონდა ზედიზედ ორი ბრძოლა წაგებული, ოლივეირა კი ილიამდე მხოლოდ ერთმოგებიანი სერიით მივიდა.
UFC მისთვის კომფორტულ მეტოქეებს პოულობს, ის კი მათ აწვებს. აი, ასეთი გულწრფელი თამაშია." - აღნიშნა ამერიკელმა მებრძოლმა.
26 ოქტომბერს თოფურიამ თავად ჰოლოუეი მე-3 რაუნდში ნოკაუტით დააძინა.