არმან ცარუკიანი კვლავ ილია თოფურიაზე საუბრობს.
სომეხი MMA მებრძოლის თქმით, თოფურიას ჯერ კარგ მოჭიდავეებთან არ უბრძოლია.
„თოფურიას კარგ მოჭიდავეებთან არ უჩხუბია. ერთადერთი ბრაის მიჩელი იყო, რომელმაც ბრძოლა მიწაზე გადაიტანა და იქ დიდი ხნით დატოვა.
დარწმუნებით ვიცი, რომ კარგი მოჭიდავეები, როგორებიც მე და ისლამი ვართ, შევძლებთ თოფურიას დაგდებას და მიწაზე მის გაკონტროლებას." - აღნიშნა ცარუკიანმა HypeFighting-ის პრესკონფერენციაზე.
ამ ეტაპზე არც ილიას, არც ცარუკიანს და არც მახაჩევს ოფიციალურად UFC-ში ბრძოლა ჩანიშნული არ აქვთ.