Misfits Boxing ოფიციალურად ადასტურებს, რომ 30 აგვისტოს ორგანიზაციის ღონისძიებაზე ტონი ფერგიუსონის დებიუტი შედგება კრივში.
UFC-ის ვეტერანი და ლეგენდა საშუალო წონის დროებითი ტიტულისთვის Salt Papi-ს დაუპირისპირდება, რომელიც ტრიუმფალურად ბრუნდება.
41 წლის ტონი ფერგიუსონის დებიუტი UFC-ში 2011 წელს შედგა, 2025 წლის იანვარში კი რეკორდული ზედიზედ წაგებული 8 ბრძოლის შემდეგ ორგანიზაცია ოფიციალურად დატოვა.
ღონისძიებაზე კიდევ ერთი მეინ ივენთი გაიმართება, სადაც დარენ ტილი თავის უდიდეს გამოწვევას მიიღებს და UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ლუკ როკჰოლდს შეებრძოლება MFB ტიტულისთვის.
ღონისძიება 30 აგვისტოს, ქალაქ მანჩესტერში შედგება. შეგახსენებთ, რომ Misfits Boxing-ის დამფუძნებელი ცნობილი ბრიტანელი ინფლუენსერი და ახლა უკვე თავადაც მოკრივე KSI არის.
