დინამო თბილისის ევროპული გამარჯვების 45 წლისთავის აღსანიშნავად, გიგა გვენცაძის ფილმის დიდი გუნდი პრემიერა შედგა.
ფილმი 1981 წლის 13 მაისამდე განვლილ გზას, მოწინააღმდეგე კლუბების ფეხბურთელების მოგონებებსა და ქართული კლუბის შესახებ მათ შეფასებებს აერთიანებს.
"ბევრი ჩვენგანისთვის ეს თარიღი საქართველოს გამარჯვების ერთ-ერთი სიმბოლოა. ფილმით, ვცადეთ, ეს ეპოქალური მოვლენა ცოტა სხვა კუთხით დაგვენახა - საუბრობენ მეტოქეები, რომელთაც დინამომ თასისკენ მიმავალ გზაზე მოუგო.
ფილმი ძალიან დიდი სიყვარულით გავაკეთეთ და მინდა, მადლობა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასა და სპორტის სამინისტროს უწყვეტი მხარდაჭერისთვის გადავუხადო", - აღნიშნა გვენცაძემ.
ასევე, დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზასთან მდებარე ერთ-ერთ სკვერს 13 მაისის სახელი მიენიჭა.
45 წელი ევროპული ტიტულიდან - დინამო თბილისის გამარჯვების დღეა