ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტიტულის მოგებიდან 45 წელი გავიდა - 1981 წლის 13 მაისს, დინამო თბილისი უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ჩემპიონი გახდა.
ამ თარიღის აღსანიშნავად, დინამო არენას პირველ იარუსზე არსებულ ალექსანდრე ჩივაძისა და ბასა ღოღობერიძის სახელობის ტრიბუნებს, დღეიდან კიდევ ორი ლეგენდარული დინამოელის - დავით ყიფიანისა და ვლადიმერ გუცაევის სახელობის ტრიბუნა შეემატა.
გუცაევი თბილისური გრანდის ღირსებას 1971-86 წლებში იცავდა და მისი მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება ყიფიანს, იგი დინამოს რიგებში 1969 და 1971-82 წლებში თამაშობდა და 250-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
დინამო კიევთან ერთად (1975; 1986), დინამო თბილისი საბჭოთა კავშირიდან გამორჩეული გუნდია, რომელმაც თასების თასზე ტიტული მოიგო - მათ გარდა, ფინალამდე მხოლოდ დინამო მოსკოვი გავიდა და იქ შოტლანდიურ რეინჯერსთან დამარცხდა (1972).
დიდი გუნდი - ახალი ფილმი დინამოს 1981 წლის ტრიუმფზე