45 წელი ევროპული ტიტულიდან - დინამო თბილისის გამარჯვების დღეა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტიტულის მოგებიდან 45 წელი გავიდა - 1981 წლის 13 მაისს, დინამო თბილისი უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ჩემპიონი გახდა.
ნოდარ ახალკაცის გუნდმა ტურნირის პირველ ეტაპზე - ბერძნული კასტორია (0:0; 2:0), შემდეგ - ირლანდიური უოტერფორდი (1:0; 4:0), 1/4 ფინალში - ინგლისური ვესტ ჰემი (4:1; 0:1), 1/2 ფინალში - ნიდერლანდური ფეიენოორდი (3:0; 0:2) და ფინალში გერმანული კარლ ცაისი (2:1) დაამარცხა.
თბილისელთაგან 4-4 გოლი რამაზ შენგელიამ და ვლადიმერ გუცაევმა შეაგდეს, 3 გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა, 2-2-ჯერ თავი ალექსანდრე ჩივაძემ და თენგიზ სულაქველიძემ გამოიჩინეს, ერთხელაც გიორგი ჭილაიამ აიღო მეტოქის კარი.
დინამო კიევთან ერთად (1975; 1986), დინამო თბილისი საბჭოთა კავშირიდან გამორჩეული გუნდია, რომელმაც თასების თასზე ტიტული მოიგო - მათ გარდა, ფინალამდე მხოლოდ დინამო მოსკოვი გავიდა და იქ შოტლანდიურ რეინჯერსთან დამარცხდა (1972).