• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ხელბურთი - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი წარადგინეს
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

ხელბურთი - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი წარადგინეს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ხელბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუბენ გარაბაია დღეს წარადგინეს.


47 წლის ესპანელი სპეციალისტი ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ლევან სალუქვაძემ მედიის წინაშე წარადგინეს და პრესკონფერენცია გამართეს.


"ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი გუნდს, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულები ვართ, რომ მის შემდგომ განვითარებაში დიდ წვლილს შევიტანთ. არ დავიშურებთ ძალისხმევასა და გამოცდილებას, რათა სათამაშო სტილი გავაუმჯობესოთ და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე სტაბილურად გავიდეთ.


რა თქმა უნდა, ჩემი უმთავრესი საზრუნავი ეროვნული ნაკრებია, თუმცა მწვრთნელებისთვის ერთობლივ პროგრამასაც შევიმუშავებთ. საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ გულშემატკივარი ნაკრების თამაშითა და შედეგებით კმაყოფილი იყოს", - აღნიშნა გარაბაიამ.


რუბენ გარაბაია ბოლოს ჩრდილოეთ მაკედონიურ პერისტერს წვრთნიდა. აქტიური სახელბურთო კარიერისას კი, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე - ოქროსა (2005) და ბრინჯაოს (2011), ევროპის ჩემპიონატზე - ვერცხლის (2006), ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ასევე ბრინჯაოს მედალი (2008) აქვს მოპოვებული.


გარაბაია პოსტზე ჩაანაცვლებს ტიტე კალანდაძეს, რომელიც ჩვენს გუნდს ისტორიულ ტურნირებზე გაუძღვა - 2024-ის, საქართველოსთვის სადებიუტო, ევროპის ჩემპიონატსა და 2026-ის ასევე ევროპის ჩემპიონატზე.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ხელბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: დასანანი მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა

•ქართული

ქართული

VIDEO: დასანანი მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა
•ქართული

ქართული

პარატაეკვონდო - ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

პარატაეკვონდო - ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

უეფა-ს განვითარების თასი - 16-წლამდელთა ნაკრებმა მე-2 ადგილი დაიკავა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფა-ს განვითარების თასი - 16-წლამდელთა ნაკრებმა მე-2 ადგილი დაიკავა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვეხმაურებით World Rugby-ის გადაწყვეტილებას" - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

•ქართული

ქართული

"ვეხმაურებით World Rugby-ის გადაწყვეტილებას" - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
•ქართული

ქართული

News image

2 სთ წინ

VIDEO: დასანანი მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა

News image

2 სთ წინ

პარატაეკვონდო - ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

News image

1 სთ წინ

უეფა-ს განვითარების თასი - 16-წლამდელთა ნაკრებმა მე-2 ადგილი დაიკავა

News image

1 სთ წინ

"ვეხმაურებით World Rugby-ის გადაწყვეტილებას" - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება