გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე პარატაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატზე, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
-57 კგ. წონით კატეგორიაში, ჯაფარიძე მე-2 ნომრად იყო განთესილი, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონის სტატუსთან ერთად, ჩვენს ნაკრებს ტურნირზე ჯერჯერობით პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამის გარდა, საქართველოს ნაკრებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვა - ლიკუნა ჩაჩიბაია (-47 კგ.), მარიამ ნინიაშვილი (-52 კგ.), ნატა ოჩიგავა (-57 კგ.) და სანდრო მეგრელიშვილი (-70 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ევროპის ჩემპიონატი 11 მაისს დაიწყო და 14 რიცხვში დასრულდება.