ირაკლი ბუღრიძე გორის დილადან კარიერას სამხრეთ კორეის მე-2 დივიზიონის კლუბ ჩეონგჯუში გააგრძელებს.
ჩეონგჯუ 2002 წელს დაარსდა, თუმცა 2023 წლამდე სამოყვარული სტატუსის გუნდი იყო - 2025 წლის სეზონში, K League 2-ში, 14-გუნდში მე-12 ადგილი დაიკავა.
ბუღრიძე დილაში 2024 წლის ზაფხულში გადავიდა - ეროვნული ლიგის ეგიდით ჩატარებულ 44 მატჩში 8 გოლი და 6 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
28 წლის შემტევს კარიერის განმავლობაში, დილას გარდა, ყაზახურ ყიზილჟარში, ქუთაისის ტორპედოში, დინამო თბილისში, ბელგიურ ბეერსხოტში, ჩიხურასა და ლოკომოტივში უთამაშია.