საქართველოს ნაკრების წევრი, საბა კვერკველია ყირგიზეთის ჩემპიონატის დებიუტანტ ტოქთოგულის რიგებში ითამაშებს.
33 წლის მცველი, რომელმაც წინა სეზონი ქუთაისის ტორპედოში გაატარა, ბიშკეკში აგენტ გეგი კიკაბიძესთან ერთად იმყოფება და ახალ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
Adjarabet Arena-ს ინფორმაციით, კვერკველიას ოფიციალურად ხვალ, 14 იანვარს წარადგენენ, 21 იანვარს კი გუნდთან ერთად შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება.
ტოქთოგული 2021 წელს დაარსდა, გასული სეზონი რანგით მე-2 დივიზიონში გაატარა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
საბა კვერკველიამ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში 25 მატჩში ჩაატარა და 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.