საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გუნდებმა თავიანთი მატჩები გამართეს.
დილა გორი გარეჯს ესტუმრა და უხვგოლიან მატჩში 3-2 დამარცხდა.
გორელებმა პირველი ტაიმი 0-2 მოიგეს. ანგარიში მე-10 წუთზე ლუკა თოლორდავას ავტოგოლით გაიხსნა, 35-ე წუთზე შოთა შეყილაძემ კი სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში დილამ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ წააგო კიდეც. 71-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კაჭარავამ ანგარში 1-2 გახადა, 79-ე წუთზე თორნიკე ძებნიაურმა წონასწორობა აღადგინა, 89-ე წუთზე კი ასევე შეცვლაზე შემოსულმა დავით სხირტლაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
პარალელურად კი იბერია 1999 თელავს ესტუმრა და 0-2 მოიგო. ანგარიში მე-20 წუთზე დერეკ აგიაკვამ გახსნა, 74-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში გურამ გოშთელიანმა დააფიქსირა.
ამ მატჩების შედეგად იბერიასა და დილას ცხრილში 59-59 ქულა დაუგროვდათ, თუმცა პირველ ადგილზე თბილისური გუნდია.
მომდევნო ტურში იბერია ტორპედოს ესტუმრება, დილა კი საკუთარ მოედანზე გაგრას მიიღებს.