საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მოლდოვის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება 24 ფეხბურთელით, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე დაიწყო.
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა სუხაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეკა თაბაგარი (ელიტა, თბილისი);
მცველები: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი);
ნახევარმცველები / თავდამსხმელები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი).
პირველი მატჩი, რომელიც 24 ოქტომბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე მატჩს მიხეილ მესხი 2 უმასპინძლებს - 27 ოქტომბერს, 18:00 საათიდან.