VIDEO: იოლი გამარჯვება - ბოლდუინის ბაიერნი თასის 1/4 ფინალში გავიდა
20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
კამარ ბოლდუინის მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასის 1/4 ფინალში მას შემდეგ გავიდა, რაც 1/8 ფინალურ ეტაპზე ბრაუნშვაიგს 35-ქულიანი სხვაობით მოუგო - 99:64.
ნატურალიზებულმა ქართველმა პარკეტზე 19:22 წუთი გაატარა და 12 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. 6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქულების მხრივ, გუნდშიც და თამაშშიც მე-4 საუკეთესო იყო.
ბაიერნი თასის 1/4 ფინალში ტრირს შეხვდება, მომდევნო შეხვედრას კი 24 ოქტომბერს, ევროლიგის ეგიდით, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ საკუთარ დარბაზში გამართავს.