სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე თემურ ორჯონიკიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
77 კგ. წონით კატეგორიაში, ორჯონიკიძემ 4 ეტაპი გაიარა და ფინალში უკრაინელ ირფან მირზოიევზე გავიდა, თუმცა დამარცხდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
ორჯონიკიძის გარდა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა აჩიკო ბოლქვაძე, რომელმაც 87 კგ. წონითი კატეგორიის რეპეშაჟში წარმატებით იასპარეზა.
ასევე, ანრი ხოზრევანიძემ, 67 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების წარმომადგენელი ჰიებ მაკარნკა დაამარცხა და ხვალ ოქროსთვის იჭიდავებს.