VIDEO: ზარია შეცვლაზე შევიდა - კაირათმა პაფოსს ვერ მოუგო, თუმცა ისტორიული ქულა აიღო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ზარიას კაირათმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში კვიპროსულ პაფოსს უმასპინძლა და უგოლო ფრე ითამაშა. ყაზახურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი, ისტორიული ქულა აიღო.
ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, თამაშში აქტიურად ჩაერთო და ორჯერ კარისკენაც დაარტყა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ყაზახები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში უმრავლესობაში თამაშობდნენ - პაფოსს მე-4 წუთზე თავდამსხმელი გაუძევეს. ამის მიუხედავად, კაირათმა კარში ზუსტად მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა.
ლიგის ფაზის 3 მატჩის შემდეგ, კაირათს 1 ქულა აქვს და ცხრილის ბოლოსკენ იმყოფება. პაფოსმა კი მეორე უგოლო ფრე ითამაშა - პირველ ტურში ოლიმპიაკოსთან. კაირათი მომდევნო ტურში მილანის ინტერს ესტუმრება.