VIDEO: სიტიმ ვილიარეალს მარტივად მოუგო - მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-3 ტურში მან სიტიმ სტუმრად ვილიარეალი დაამარცხა.
ესტადიო დე ლა სერამიკაზე გამართული მატჩი სტუმართა მშვიდი გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
თავისი გოლის გარეშე მოედანი არ დაუტოვებია ერლინგ ჰალანდს, რომელმაც ზედიზედ მე-12 შეხვედრაში გამოიჩინა თავი და კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის რეკორდი გაიმეორა ზედიზედ მატჩებში გატანილი გოლებით.
მეორე გოლი კი ბერნარდო სილვას ანგარიშზეა, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა.
ვილიარეალის რიგებში სასტარტოში ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მწვრთნელმა 66-ე წუთზე შეცვალა. გამოცემა SofaScore-მა ქართველს ამ მატჩისთვის 6.7 შეფასება დაუწერა, გიოს გოლის გატანის კი არა, კარში დარტყმის შანსიც კი არ მისცემია.
სიტიმ 3 მატჩში 7 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, ვილიარეალი კი 3 მატჩის შემდეგ ერთადერთი ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.
შემდეგ მატჩს ვილიარეალი სტუმრად კვიპროსულ პაფოსთან გამართავს, სიტი კი შინ დორტმუნდს დაუხვდება.