სიტის ზედიზედ მე-9 მატჩში გაიტანა - ჰოლანდი პირად რეკორდს მიუახლოვდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერლინგ ჰოლანდი ფანტასტიკურ სვლას აგრძელებს და ზედიზედ მე-9 საკლუბო მატჩში გაიტანა. პირადი რეკორდის გამეორებამდე კიდევ 1 თამაშში გატანა აშორებს.
მისი ეს სერია 31 აგვისტოდან იწყება და აღნიშნულ 9 შეხვედრაში 12 გოლი და 1 ასისტი აქვს აქტივში. თუკი მომდევნო შეხვედრაშიც შეაგდებს, გაიმეორებს შედეგს, რომელიც 2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში ჰქონდა, როცა სიტის ზედიზედ 10 თამაშში შეძლო გოლის შეგდება.
თუკი სანაკრებო მატჩებსაც მივათვლით, ერლინგს ზედიზედ 12 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი.
2025-26 წლების სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჯამში, ჰოლანდმა 14 თამაშში უკვე 24 გოლი შეაგდო.
მის გუნდს მომდევნო მატჩი ასტონ ვილასთან აქვს, რის შემდეგაც თასზე სუონსის ესტუმრება და პრემიერ ლიგაში ბორნმუთს უმასპინძლებს.