გიორგი მიქაუტაძემ მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 66 წუთი გაატარა. ინგლისურმა გრანდმა მის გუნდს იოლად მოუგო - 2:0.
ჟორჟს ცუდი მატჩი ჰქონდა, მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთს სულ ერთხელ შეეხო და არც კარისკენ დაურტყამს, მარსელინომ ის დასრულებამდე 24 წუთით ადრე შეცვალა.
მანჩესტერელებმა ერლინგ ჰოლანდისა და ბერნარდუ სილვას გოლებით მოიგეს, 7 ქულა მოაგროვეს და უდანაკარგო ლიდერებს შემდეგ ცხრილში ისინი არიან.
რაც შეეხება ვილიარეალს, მის ანგარიშზე 3 ტურში 1 ქულაა და უქულო გუნდებზე ოდნავ ზემოთ იმყოფება. შემდეგ რაუნდში, 5 ნოემბერს ტურნირის დებიუტანტ პაფოსს ესტუმრებიან.