VIDEO: რეალისა და ბაიერნის შედეგი გაიმეორა - პსჟ-ს რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, პსჟ-მ ლევერკუზენის ბაიერი სტუმრად 7:2 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიამ 41-ე და 44-ე წუთებზე ჯერ საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ გოლი გაიტანა.
კვარამ მოედანზე 63 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი დაუთმო უსმან დემბელეს, რომელმაც ოქროს ბურთის მომგების სტატუსით პირველად ითამაშა და გოლიც შეაგდო. დემბელე მოედანს 5 სექტემბრის შემდეგ დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ პარიზელებმა 2025 წელს ჩემპიონთა ლიგის მე-12 მატჩი მოიგეს (ასევე 2 წაგება), რაც რეკორდის გამეორებაა - ერთ კალენდარულ წელში ამდენივე გამარჯვება მადრიდის რეალსა (2014 წ.) და ბაიერნს (2001 წ.) აქვს მოპოვებული. ლუის ენრიკეს გუნდს რეკორდი გაუმჯობესების კიდევ 3 შანსი ექნებათ - ბაიერნთან და ტოტენჰემთან სახლში, ხოლო ბილბაოსთან სტუმრად ითამაშებენ.
3 ტურის შემდეგ, პსჟ-მ 9 ქულა მოაგროვა და, 13:3-ზე ბურთების შეფარდებით, ჩემპიონთა ლიგას სათავეში უდგას. მომდევნო ტურში 4 ნოემბერს, მიუნხენის ბაიერნს პარიზში მიიღებს.