ქართული დერბი სერია A-ში - იტალიის ჩემპიონატში მე-8 ქართველმა ითამაშა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, საბა გოგლიჩიძის უდინეზე დაჩი ლორთქიფანიძის კრემონეზეს ესტუმრა და ქართული დერბი შედგა. თამაში 1:1 დასრულდა.
გოგლიჩიძე უდინელთა ძირითადში ზედიზედ მეორედ მოხვდა და ისევ 90 წუთი ითამაშა (ყვითელი ბარათი მიიღო), კრემონელთა მხარეს კი ლორთქიფანიძე მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და იტალიის მთავარ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
დაჩი ლორთქიფანიძე ისტორიაში მე-8 ქართველია, ვინც სერია A-ში ითამაშა - კახა კალაძის (247 მატჩი), ლევან მჭედლიძის (75 მატჩი), ხვიჩა კვარაცხელიას (85 მატჩი), ლუკა ლოჩოშვილის (25 მატჩი), გიორგი კვერნაძის (5 მატჩი), საბა საზონოვისა (13 მატჩი) და საბა გოგლიჩიძის (37 მატჩი) შემდეგ.
20 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ახლა 21-წლამდელების წევრია, კრემონეზეს აკადემიის აღზრდილია და 20-წლამდელთა გუნდის კაპიტანიც იყო.
ქართველების გუნდები ცხრილში მეათე-მეთერთმეტე ადგილზე არიან - კრემონელებს 10 ქულა აქვთ, უდინელებს - 9. მომდევნო ტურში ორივე სახლის მატჩს ჩაატარებს - კრემონეზე ლომბარდიულ დერბიში ატალანტას შეხვდება, უდინეზე - ლეჩეს.